ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი გარდაცვლილი იპოვეს
რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი ასლან ალხანოვი იყოს.
რუსული მედიის ინფომაციით, პოტენციური მკვლელი 28 თებერვალს, მოსკოვში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული.
პოლიცია ვარაუდობს, რომ მან თავი მოიკლა. ნემცოვის მკვლელობის საქმიდან ჟურნალისტებისთვის კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი. მისი მკვლელობის კიდევ ერთი თვითმხილველი, თოვლის გამწმენდ მანქანაზე მომუშავე პირი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. თოვლის გამწმენდი მანქანა კრემლთან ხიდზე სწორედ მაშინ გადავიდა, როდესაც ბორის ნემცოვს ესროლეს.