პუტინმა ნემცოვის პანაშვიდზე გვირგვინი გააგზავნა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, პატივისცემის ნიშნად, რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის პანაშვიდზე გვირგვინი გააგზავნა. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან “პარნასის” ერთ-ერთმა ლიდერმა ოლგა შორინმა გააკეთა. ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში სახაროვის ცენტრში მიმდინარეობს. რუს პოლიტიკოსს მოსკოვის დროით 2 საათზე ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.