ჯორჯიის შტატში 46 წლის ქალის ეგზეკუციის პროცესი გადაიდო
ჯორჯიის შტატში 46 წლის ქალის ეგზეკუციის პროცესი გადაიდო. კელი რენე ჯორჯიის სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში 1997 წლიდან საკუთარი ქმრის მოკვლის გამო სასჯელს იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი სიკვდილის დასჯის პროცესი ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო. მაშინ, როდესაც მისი ეგზეკუციის პროცესი უნდა გამართულიყო, აღმოჩნდა, რომ ჯალათებს ლეტალური ინექცია არ ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, თუ რენეს განაჩენი ძალაში შევა, ის ბოლო 70 წლის მანძილზე, ჯორჯიის შტატში პირველი ქალი იქნება, ვისაც სიკვდილით დასჯიან.