ბარაკ ობამა: რუსეთში არსებული ვითარება გაუარესდა
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ რუსეთში არსებული მდგომარეობა და პოლიტიკური კლიმატი წლების მანძილზე გაუარესდა. გარდა ამისა, მან ისიც აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღეს გაცილებით უფრო შეზღუდულია, ვიდრე ის რამდენიმე წლის წინათ იყო.
“წარმოდგენა არ მაქვს, თუ კონკრეტულად რა მოხდა, თუმცა ერთი რამ ცხადია, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფლება და ადამიანის უფლებები რუსეთში იმაზე მეტად იზღუდება, ვიდრე ეს მოსკოვში ოთხი ან ხუთი წლის წინათ ხდებოდა”,- განაცხადა ობამამ.