ანა დურიცკაია ნემცოვის დაკრძალვას არ დაესწრება
ბორის ნემცოვის მეგობარი გოგონა, 23 წლის უკრაინელი მოდელი ანა დურიცკაია მისი დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ის უკრაინაში გაემგზავრა. ნემცოვის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ დურიცკაიას კიევში არავინ აკავებდა და მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ რუსეთი დატოვა, გამოძიებასთან თანამშრომლობას ის კვლავაც განაგრძობს. ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალი მოსკოვში, ტორე-კუროვსკის სასაფლაოზე გაიმართება.