ანა დურიცკაია უკრაინაში გაემგზავრა

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის თვითმხილველმა ანა დურიცკაიამ რუსეთი დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ განცხადება ნემცოვის ოჯახის ადვოკატმა გააკეთა. მისი თქმით, დურიცკაიას მოსკოვში არავინ აკავებდა, რუსეთის დედაქალაქში ის გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის გამო შეყოვნდა. ბორის ნემცოვი 27 თებერვლის ღამეს 4 გასროლით მოკლეს. მისი დაკრძალვა დღეს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები