რუსეთიდან უკრაინის კონსული გაიწვიეს

  ოფიციალურმა კიევმა რუსეთიდან საკუთარი კონსული გაიწვია. “გაზეტა.რუს” ინფორმაციით, განცხადება ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ევგენი პერებინისმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთში უკრაინის ელჩმა ვლადიმერ ელჩენკომ კონსული დროებით, კონსულტაციებისთვის გაიწვია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონსულის გაწვევის მიზეზი უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს მოსკოვში დაკავება, ან კიდევ ბორის ნემცოვის მკვლელობის მომსწრე ანა დურიცკაია გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები