პეტრე პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის სახალხო დეპუტატს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრს ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები