პეტრე პოროშენკო „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგიდან გამოვარდა

 ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ მილიარდერების რეიტინგის ახალი ვერსია გამოაქვეყნა. გასულ წელთან შედარებით რეიტინგში უკრაინელი მილიარდერების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა და ამჯერად მასში მხოლოდ ხუთი უკრაინელი მოხვდა. უმდიდრესი უკრაინელების სიის სათავეში 6,7 მილიარდი აშშ დოლარით რინატ ახმეტოვი მოექცა, რომლის ქონებაც გასულ წელთან შედარებით 5,8 მილიარდი დოლარით შემცირდა. სიაში მეორე ადგილზე ვიქტორ პინჩუკია, მისი ქონება 1,5 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. პინჩუკის ქონება გასულ წელთან შედარებით 1,7 მილიარდით ნაკლები გახლავთ. რეიტინგში შემდეგ ადგილებს იგორ კოლომოისკი – 1,3 მილიარდი აშშ დოლარი (-0,8 მილიარდი), გენადი ბოგოლიუბოვი – 1,3 მილიარდი აშშ დოლარი (-1,0 მილიარდი) და იური კოსიუკი – 1,1 მილიარდი აშშ დოლარი (-0,4 მილიარდი) იკავებენ. წლის განმავლობაში „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგიდან – ვადიმ ნოვინსკი (ქონება 2014 წლისთვის – 1,5 მილიარდი აშშ დოლარი), პეტრე პოროშენკო (2014 წელს – 1,3 მილიარდი) კონსტანტინე ჟევაგო (2014 წელს – 1,2 მილიარდი) და სერგეი ტიგიპკო (2014 წელს – 1,0 მილიარდი) გამოვარდნენ. „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში წარმოდგენილი 5 უკრაინელის საერთო ქონება 11,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წყარო: forbes.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები