აშშ უკრაინაში 300 სამხედროს გაგზავნის
აშშ უკრაინაში 300 სამხედროს გაგზავნის.”ლიგა. ნეტის” ინფორმაციით, ისინი უკრაინულ სამხედრო ძალებთან ითანამშრომლებენ. პირველ ქვედანაყოფს ამერიკის თავდაცვის უწყება მარტში გაგზავნის. მედიის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები ლვოვის რეგიონში, “მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო ცენტრში” დაბინავდებიან. უკრაინაში ამერიკელი სამხედროები ოქტომბრის ბოლომდე გაჩერდებიან.