ანა დურიცკაია: ნემცოვის მკვლელი არ დამინახავს
რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მეგობარი გოგონა ანა დურიცკაია აცხადებს, რომ ნემცოვის მკვლელი მას არ დუნახავს, რადგანაც მან ზურგიდან ისროლა.
„ჩვენ ერთმანეთს საღამოს ათ საათზე შევხვდით კაფეში და ვახშმის შემდეგ მისი სახლისკენ წავედით. არ შემიმჩნევია, რომ ვინმე გვითვალთვალებდა. არაფერი საეჭვო არ ხდებოდა. მე მკვლელი არ დამინახავს. ის ზურგს უკან იყო. არ ვიცი, საიდან მოვიდა და არც ის დამინახავს, საით წავიდა. რომ მოვბრუნდი, უკან არავინ იყო. მხოლოდ ღია ფერის მანქნა დავინახე, რომელიც დაიძრა. მარკა არ მახსოვს. დახმარება თოვლის გამწმენდი მანქანის მძღოლს ვთხოვე”,- განაცხადა დურიცკაიამ.