დღეს საღამოს “ნორმანდიული ოთხეული” მოლაპარაკებებს განაახლებს
დღეს საღამოს „ნორმანდიული ოთხეულის“ წევრები, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს განაახლებენ.
“ლიგა.ნეტის” ინფორმაციით, ისინი სატელეფონო საუბარს გამართავენ. 12 თებერვლის მინსკის ხელშეკრულების გარდა, საუბრის მთავარი თემა რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება. რამდენადაც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა და რუსეთი ბუნებრივ აირთან მიმართებაში კონსენსუსს არ მიაღწევენ, ხვალიდან რუსეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.