ბანგლადეშში ბლოგერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
ბანგლადეშის პოლიციამ ამერიკელი ბლოგერ-ათეისტის, როი ავიჯიტას, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, წინა კვირას როი ავიჯიტა წიგნის ფესტივალზე მოკლეს.ამერიკის მოქალაქემ, ავიჯიტა როიმ, რომელიც ბანგლადეშში ჩავიდა, პირადი მუქარა მას შემდეგ მიიღო, რაც საკუთარი ათეისტური მოსაზრებების გასაჯაროება დაიწყო. მისი შეხედულებები ანტიისლამისტურად იქნა გააზრებული.