ნემცოვის მეუღლე: მე მას ყველაფერი ვაპატიე, რადგან ძალიან მიყვარდა

მოკლული რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მეუღლემ ეკატერინე ოდინცოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნემცოვი უზომოდ უყვარდა, თუმცა სუსტი სქესისადმის მისი სიყვარულის გამო ისინი ხშირად კამათობდნენ. ამის მიუხედავად, ნემცოვის მეუღლემ განაცხადა, რომ მის დაღუპვამდე 5 დღით ადრე მას ყველაფერი აპატია.
“იყო შემთხვევები, როდესაც ემოციებს ვერ ვმალავდი და კონფლიქტი გვქოდა. ახლა ამას ძალიან ვნანობ. მე ის ძალიან მიყვარდა, რადგან სუფთა ადამიანი იყო. ჩვენ არაჩვეულებრივი შვილები გვყავს. მასთან დაკავშირებით მხოლოდ საუკეთესო გამახსენდება. საბედნიეროდ, მის დაღუპვამდე 5 დღით ადრე, მე მას მივწერე და ვუთხარი, რომ ყველაფერს ვპატიობდი. გარდა ამისა, ისიც ვთხოვე, რომ ჩემთვისაც ეპატიებინა, თუ რაიმე წყენა ჰქონდა ჩემ მიმართ”,- განაცხადა ოდინცოვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები