რადას დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს უკრაინაში დაბრუნება შეუძლია

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს რუსეთის ტერიტორიის დატოვება და უკრაინაში გამგზავრება შეუძლია, რადგანაც მასთან მიმართებაში არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის შსს-ში გააკეთეს. ანდრეი გონჩარენკო გუშინ, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმის მიძღვნილი მარშის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ოდესის მოვლენებთან თანამონაწილეობას ედავებოდნენ, თითქოს ის გასულ წლის, 2 მაისს პროფკავშირების სახლის დაწვის საქმეში ფიგურირებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები