ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან ომისთვის ემზადება
ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა იაპონიის ზღვაში ორი საცდელი რეაქტიული ყუმბარა გაუშვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი აშშ-სთან ომისთვის ემზადება. “ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები ინფორმირებულები არიან პროვოკაციის შესახებ. ჩვენ აშშ-ის ნებისმიერ პროვოკაციას ვუპასუხებთ”,- განაცხადა ჩენ ინმა.