უკრაინაში აშშ-ს ელჩი: დონბასის საბრძოლო მოქმედებებში რუსი გენერლები მონაწილეობდნენ
უკრაინაში აშშ-ს ელჩი ჯეფრი პაიატმი აცხადებს, რომ საკმარისი ნივთმტკიცებულება არსებობს იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსი გენერლები მონაწილეობდნენ. “ჩვენ ვიცით, რომ რუსი გენერლები დონბასის კონფლიქტში ჩართულნი არიან. რუსი ოფიცრები ტაქტიკურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი თანამედროვე სარაკეტო სისტემას იყენებს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.