ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარშის დროს 50-მდე ადამიანი დააკავეს

გუშინ, მოსკოვის ცენტრში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარშის დროს, წესრიგის დარღვევისათვის 50-მდე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის მერიის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინვორმაციით, მარშზე დასასწრებად 50 ათასამდე ადამიანი მივიდა. მათ უსაფრთხოებას კი 16 ათასი სამართალდამცავი იცავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარშზე არავინ დაშავებულა.
ბორის ნემცოვს ხვალ ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები