რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო გაათავისუფლეს
მოსკოვში, უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააჟღერა.
” ჩვენი ალექსეი გონჩარენკო რუსეთში, უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება. მე მას ტელეფონით ვესაუბრე. მან ისიც კი თქვა, რომ თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე ყირიმში ერთი წლის წინათ”,- წერს უკრაინის პრეზიდენტი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი დეპუტატი, ოდესაში, გასული წლის 2 მაისის მოვლენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო დააკავეს. ის პროფკავშირების სახლის დაწვის საქმეში ფიგურირებს, სადაც “ანტიმაიდნის” აქტივისტები დაიღუპნენ.