“ისლამურმა სახელმწიფომ” 19 ასირიელი ქრისტიანი გაანთავისუფლა
“ისლამურმა სახელმწიფომ” 19 ასირიელი ქრისტიანი გაანთავისუფლა. “სი-ენ-ენის” ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, 23 თებერვალს, სირიის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ჯამში, 220- მდე მძევალი აიყვანა. მათ შორის იყვნენ ახალგზარდები, მოხუცები და მხირეწლოვანი ბავშვებიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივლისის შემდეგ “ისლამურის სახელმწიფოს” ტერორისტულმა გაერთიანებამ სირიაში, ჯამში, 2000- მდე ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის 1300-მდე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.