“შემდეგი შენ ხარ”: ნემცოვის მკვლელობის შემდეგ სობჩაკს ემუქრებიან
ანტისამთავრობო თვალსაზრისით ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი ბორის ნემცოვის პოლიტიკაზე თავისი განცხადებების შემდეგ ტვიტერში მუქარის წერილებს იღებს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მას ასეთი სახის შეტყობინებებს წერენ: „შენც დაგმარხავთ“, „არც ის და არც შენ არ გვეცოდებით“, „შემდეგი შენ ხარ, სობჩაკო. ველოდები, როდის დაგმარხავენ“. ამ ინფორმაციას znak.com-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ როგორც ნემცოვის თანაშემწემ znak.com-ს განუცხადა, უკანასკნელ დროს უკრაინის მიმართ გამოხატული პოზიციის გამო ბორის ნემცოვიც სოციალური ქსელების საშუალებით მუქარას იღებდა. სობჩაკმა არაერთხელ გამოხატა თანაგრძნობა და ძალზე განიცდიდა თავისი მეგობრის ნემცოვის დაღუპვას.
შეგახსენებთ, ნემცოვის მკვლელობის გამო რუსეთის პოლიციას ქსენია სობჩაკისა და ირინა ხაკამადას დაცვისკენ მოუწოდეს.
წყარო: obozrevatel.com