სკანდალი: რუსულ ვიკიპედიაში ნემცოვის მკვლელობის ცნობა წინასწარ გავრცელდა (ფოტო-ფაქტი)
რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ცნობა რუსულ ვიკიპედიაში წინასწარ, მოსკოვის დროით 21:40 საათზე გამოჩნდა. ამ ინფორმაციას „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ავრცელებს. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საიტმა ვიკიპედიამ, ბორის ნემცოვზე სტატიაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნემცოვის მკვლელობის შესახებ ცნობა წინასწარ გაავრცელა. შესაბამისი ცვლილება პოლიტიკოსის შესახებ არსებულ სტატიაში თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა“, – წერს გამოცემა. ვიკიპედიის სტატიაში შესაბამის ცვლილებაზე გამოცემის გაკეთებული სქრინ-შოტის თანახმად ირკვევა, რომ სტატიაში 21:40 საათზე მონაცემების შესწორება და მასში გარდაცვალების თარიღის შეტანა მოხდა. „მოკლულია 2015 წლის 27 თებერვალს ქალაქ მოსკოვში“, – ნათქვამია სტატიაში. ცოტა მოგვიანებით: „გარდაცვალების თარიღი 27/02/2015 23;40 მოკლულია სროლის შედეგად“, – ასეთი შესწორება სტატიაში მოსკოვის დროით 21:40 -ზე შევიდა. მკვლელობის შესახებ პირველი ცნობები შუაღამის პერიოდში გავრცელდა. თავად თავდასხმა დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა“, – აღნიშნავს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“.
წყარო: mk.ru