ის, ვინც გამოძიებას ნემცოვის მკვლელობის გახსნაში დაეხმარება 3 მილიონ რუბლს მიიღებს
ის, ვინც გამოძიებას ნემცოვის მკვლელობის გახსნაში დაეხმარება 3 მილიონ რუბლს მიიღებს. აღნიშნული ჯილდო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დღეს დააწესა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის საგამოძიებო სამსახური ანა დურიცკაიასთან მიმართებაში დამატებითი ზომების გატარებასაც აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მას ნემცოვის ადვოკატი იცავს და ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ მოსკოვში ნემცოვის ერთ-ერთი თანამებრძოლის ოჯახში იმყოფება.