ნემცოვის ადვოკატი: ანა დურიცკაია ჩვენი თანამოაზრის ოჯახში იმყოფება
ორი დღის წინ მოკლული რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ადვოკატის ვადიმ პროხოროვის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ნემცოვის მეგობარმა გოგონამ 23 წლის მოდელმა ანა დურიცკაიამ რუსეთი დატოვა და მალულად უკრაინაში გაემგზავრა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ანა დურიცკაია, ამ დროისათვის ნემცოვის ადვოკატის დაცვის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ადვოკატს, მოკლული პოლიტიკოსის ოჯახმა სთხოვა. ადვოკატის განცხადებით, დურიცკაია ამ დროისთვის ნემცოვის ერთ-ერთი თანამოზრის ოჯახში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგანაც მისთვის გამოყოფილია სპეციალური დაცვა. პროხოროვმა ისიც განაცხადა, რომ დურიცკაიას თავისუფლად შეეძლო გამოძიებასთან არ ეთანამშრომლა რადგანაც მას მხოლოდ მოწმის სტატუსი ჰქონდა, თუმცა მან გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხა და თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.