“შარლი ებდოს” კარიკატურამ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ აღშფოთება გამოიწვია

სატირული გაზეთის “შარლი ებდოს” კარიკატურა, რომელიც მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განსახვავებულ, ცინიკურ ვერსიას წარმოაჩენს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საკმაოდ “გამაღიზიანებელი” აღმოჩნდა. ასე შეაფასა ეს კარიკატურა უკრიანელმა პოლიტოლოგმა ვლადიმერ კორნილოვმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. “შარლი ებდოს” ახალ კარიკატურაზე, დონეცკის ერთ-ერთ ქუჩაში სამი მამაკაცი და ერთი ქალბატონი ერთმანეთს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ესაუბრებიან. ისინი ერთმანეთს ეუბნებიან, რომ სამშვიდობო შეთანხმება “მოსაწყენია” და უმჯობესი იქნებოდა, თუ ისინი “რაიმეს კარიკატურისტებთან ერთად მოიმოქმედებდნენ”.ქუჩაში შეკრებილების გარშემო კი ნანგრევებია. კორნილოვი მიიჩნევს, რომ ამგვარი ხუმრობა დონეცკთან მიმართებაში “შარლი ებდოსგან” მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები