კანადაში “მაკდონალდსში” მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კანადაში, ტორონტოს ერთ-ერთ „მაკდონალდსში“ მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელსა და
“მაკდონალდსში” მისულ მომხმარებელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ცეცხლი გახსნა.
კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები