სეპარატისტები კიევში პროვოკაციის მიზნით იარაღის გადატანას გეგმავდნენ
პრორუსი სეპარატისტები, რომლებიც თავს “აიდარის” ბატალიონის წევრებად ასაღებდნენ, დონეცკიდან კიევში სამხედრო შეიარაღების გადატანას გეგმავდნენ. მათი მიზანი უკრაინის დედაქალაქში პროვოკაციის მოწყობა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ დიდი ოდენობის სამხედრო შეიარაღებისა და ასაფეთქებელი საშუალებების გადატანა სურდათ. აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა მხარემ იმ სამალავსაც მიაგნო სადაც რამდენიმე ყუთი საბრძოლო იარაღი ინახებოდა.