ნემცოვის მკვლელობის მოწმის, ანა დურიცკაიას ადგილსამყოფელი უცნობია

რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმის, 23 წლის ანა დურიცკაიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. “სახალხო ფრონტის” დეპუტატის ოსტაპ ცემერაკის განცხადება, თითქოს გოგონა რუსეთში უკრაინის საკონსულოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა დღეს არ დადასტურდა. მოსკოვში უკრაინის კონსულმა, გენადი ბრესკალენკომ განაცხადა, რომ ანა დურიცკაიასთან შეხვედრა ვერ შეძლო და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის. კონსულმა ასევე განაცხადა, რომ დურიცკაიას მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ნემსმიერ დროს შეუძლია ქვეყნის დატოვება და სამშობლოში უკრაინაში გამგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები