პეტრო პოროშენკომ და ჯო ბაიდენმა სავჩენკოს ბედი განიხილეს
უკრიანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა სატელეფონო საუბარში, მოსკოვში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს ბედი განიხილეს. ბაიდენის განცხადებით, სავჩენკოსთან მიმართებაში, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამჟამად კრიტიკულია, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრიანას მხარს უჭერს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს და სამხედრო შეიარაღებასაც მიაწვდის.