1 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში შესვლის რეგულაციები იცვლება
1 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში შესვლის რეგულაციები იცვლება. კერძოდ, რუსეთში გასამგზავრებლად უკრაინელებს საზღვარგარეთის პასპორტები დასჭირდებათ. ეს რეგულაციები 14 წლამდე ასაკის ბავშვებზეც გავრცელდება. თუმცა, ინფორმაცია მათ შესახებ, მათი მშობლების პასპორტებშიც უნდა იყოს მითითებული. “ლიგა ნეტის” ინფორმაციით, ის ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფებიან, ქვეყანაში დარჩენას მხოლოდ 90 დღით შეძლებენ.