“The Wall Street Journal”-ი: აშშ უკრაინას თანამგზავრებიდან მხოლოდ მოძველებულ და არასრულ ინფორმაციას აწვდის
თანამგზავრული ფოტოები, რომელსაც აშშ უკრაინის ხელისუფლებას პრო-რუს სეპარატისტებთან საბრძოლველად გადასცემს, გამოსახულების გაუარესების მიზნით წინასწარ გადამუშავებას გადიან. ამ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „Wall Street Journal“-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ეს რუსეთის პროვოცირების თავის არიდების მიზნით კეთდება და ასევე იმისთვის, რომ მათთვის აშშ-ს საიდუმლოებების გადაცემა არ მოხდეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ წელს „თეთი სახლი“ უკრაინისთვის თანამგზარული ფოტოების მიწოდებაზე დათანხმდა. მაგრამ ამ ფოტოების გადაცემა გამოსახულების ძალიან ცუდი ხარისხით ხდება, რაც უკრაინის არმიისთვის მათ ფასეულობას აუფასურებს. ასევე ამ ფოტოებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გადაღებვა ხდება, რაც უკრაინულ მხარეს სასაზღვრო ტერიტორიაზე წარმოშობილი სამხედრო საფრთხის შეფასების საშუალებას არ აძლევს. რაც უფრო მნიშვნელოვანია – ეს ინფორმაცია უკრაინას არანაკლებ 24 საათის დაგვიანებით მიეწოდება, ამიტომაც ხშირად ის უსარგებლოა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი პრაქტიკა კონგრესის წევრების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხდება. „ასეთი სახის ინფორმაციისგან სარგებელი სინამდვილეში ძალზე მცირეა. ნაციონალური თავდაცვის საკითხებში ყოველ საათს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“ -აცხადებს კონგრესმენი რენდი ფორბსი.
წყარო: pravda.com.ua / unian.net