კასპაროვი: მეეჭვება, რომ მკვლელობის ბრძანება პუტინმა გასცა
წარსულში ცნობილმა მოჭადრაკემ და ამჟამად რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა უკრაინულ გამოცემა „ფოკუსს“ ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. კასპაროვმა მკვლელობაში დამნაშავედ რეჟიმი დაასახელა, თუმცა ამასთან, ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კასპაროვის მკვლელობის ბრძანება პუტინმა გასცა.
„ამჟამად ზუსტად ვერავინ იტყვის ვინ ისროლა. მაგრამ ის (ნემცოვი) რეჟიმმა მოკლა. მე მეეჭვება, რომ ბრძანება პუტინმა გასცა. მე მეჩვენება, რომ ეს მდგომარეობაა, რომელშიც ყველაზე შეშლილი ელემენტები, უკვე სრულიად გაშმაგებულები თვლიან, რომ არასაჭირო ხალხს შეუძლიათ ესროლონ. პუტინმა შექმნა ატმოსფერო, რომელშიც ასეთი პოლიტიკური მკვლელობები შესაძლებელი ხდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელისუფლებაში პუტინის ყოფნის ყოველ დღეს სისხლის და ტანჯვის მომატება იქნებოდა“, – განაცხადა კასპაროვმა.
წყარო: focus.ua