პუტინის წერილი ნემცოვის დედას – ის პატიოსნად იცავდა თავის პოზიციას…
რუსეთის პრეზიდენტმა მოკლული რუსი ოპოზიციონერის დედას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ვლადიმერ პუტინი ბორის ნემცოვის დედას, დინა ეიდმანს მომხდარის გამო თანაუგრძობს“, – ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
„აუნაზღაურებულ დანაკარგთან დაკავშირებით მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა. გულწრფელად ვიზირებ თქვენს თავს დამტყდარ მწუხარებას.
ბორის ნემცოვმა რუსეთის ისტორიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი კვალი დატოვა. მას ჩვენი ქვეყნისთვის რთულ გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვან პოსტებზე მუშაობა მოუწია. ის ყოველთვის პირდაპირ და პატიოსნად იცავდა თავის პოზიციას, იცავდა თავის თვალსაზრისს.
ყველაფერი გაკეთდება, რომ საძაგელი და ცინიკური მკვლელობის ორგანიზატორებმა და შემსრულებლებმა დამსახურებული სასჯელი მიიღონ“, – ნათქვამია პუტინის სამძიმრის წერილის სრულ ტექსტში.
წყარო: obozrevatel.com