ბრემენში ისლამისტი ტერორისტების თავდასხმის საფრთხის გამო საგანგებო ზომებია მიღებული
გერმანიაში, ქალაქ ბრემენის პოლიციამ შესაძლო ტერაქტის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, რომელსაც რადიკალი ისლამისტები ამზადებენ.
ქალაქში უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ადგილებში გაძლიერებულია.
„ჯერ კიდევ პარასკევ საღამოს ფედერალურმა ხელისუფლებამ პოლიციას ისლამისტი რადიკალებიდან მომდინარე, პოტენციური საფრთხის შესახებ აცნობა“, – ნათქვამია სამართალდამცავი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საფრთხის შესახებ სხვა დეტალებს ბრემენის პოლიცია არ ახმაურებს.
მანამდე თებერვალში, სხვა გერმანულ ქალაქში – ბრაუნშვაიგში, საკარნავალო მსვლელობა გაუქმდა. გაუქმების მიზეზად ისლამისტების მხრიდან თავდასხმის საფრთხე დასახელდა – აღნიშნავს „Reuters”-ი.
წყარო: svoboda.org