კიეველები მაიდანზე ნემცოვის ხსოვნას პატივს მიაგებენ (ფოტოკოლაჟი)
დღეს მაიდანზე კიევის მაცხოვრებლები მოკლული რუსი ოპოზიციონერის ხსოვნას პატივს მიაგებენ. კიეველებმა დამოუკიდებლების მონუმენტის გვერდით ბორის ნემცოვის პორტრეტები განათავსეს და მას ყვავილებით ამკობენ, სანთლებს ანთებენ, მუხლს იყრიან.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ნემცოვი უკრაინის დიდ მეგობრად და რუსეთის დიდ პატრიოტად მოიხსენია. პოროშენკოს თქმით, ნემცოვი იყო „ადამიანი, რომელიც როგორც ხიდი, ჩვენ სახელმწიფოებს აკავშირებდა, უკრაინას და რუსეთს შორის იმ ურთიერთობას აშენებდა, რომლის დანახვაც უკრაინელებს სურდათ“.
მისივე სიტყვებით, ნემცოვი რუსი ადამიანის სიმბოლოა, რომელიც გულწრფელად და პატივისცემით იყო განწყობილი უკრაინის მიმართ, ადამიანი, რომელიც იბრძოდა და თავისუფლების დასაცავად ყველაფერს იღებდა.
„პირველ მარტს ის მარშზე, მრავალათასიანი მიტინგის სათავეში უნდა გასულიყო, რათა იმის დემონსტრირება მოეხდინა, რომ არსებობს სხვა რუსეთი, რომელსაც უკრაინა უყვარს, ადამიანის უფლებებს პატივს ცემს, რომლისთვისაც თავისუფლება მხოლოდ ცარიელი ბგერა არ არის. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ის მზად იყო თავისი სიცოცხლე გაეღო“, – განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, ბორის ნემცოვი მოსკოვში 27 თებერვალს ღამით მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, მას არანაკლებ ოთხჯერ ესროლეს. პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა.
წყარო: liga.net