სობჩაკი: ნემცოვს უკრაინის ომზე მოხსენების გამოქვეყნება სურდა
რუსი ტელეწამყვანის და საზოგადოებრივი მოღვაწის ქსენია სობჩაკის სიტყვებით, გარდაცვალებამდე ბორის ნემცოვს უკრაინის ომზე მოხსენების გამოქვეყნება სურდა, რომელშიც საუბარი იყო მტკიცებულებებზე, რომ დონბასში რუსი მეომრები იბრძოდნენ. ამ ინფორმაციას „liga.net”-ი ავრცელებს.
ქსენია სობჩაკმა ინფორმაცია რუსი ოპოზიციონერის ილია იაშინის ცნობაზე დაყრდნობით გაავრცელა.
„იაშინმა თქვა, რომ ის (ნემცოვი) „დსრ“-ში ომზე რუსი მეომრების მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტებით და დოკუმენტებით მოხსენების გამოქვეყნებას გეგმავდა“ – განაცხადა ტელეწამყვანმა თავის „ტვიტერზე“.
ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის მომენტში ნემცოვს კიეველი გოგონა ახლდა. ამ დროისთვის მოსკოვის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
„წინასწარი მონაცემებით, მკვლელობის დროს ნემცოვთან ერთად 1991 წელს დაბადებული, წარმოშობით კიეველი გოგონა იმყოფებოდა“ – „რია-ნოვოსტის“ სამართალდამცავ ორგანოებში წყაროს სიტყვები მოჰყავს.
წყარო: liga.net