რა კავშირი აქვს ბორის ნემცოვის სიკვდილს უკრაინელ მფრინავთან ნადეჟდა სავჩენკოსთან (ვიდეო)

რუსი პოლიტოლოგის ბორის ნემცოვის გარდაცვალებიდან ერთი დღეც არ გასულა, თუმცა, მისი მკვლელობის საქმე უკვე საერთაშორისო სკანდალად იქცა. მის დაღუპვის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ვერსიის თანახმად, ნემცოვის მკვლელობის საქმე უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს უკავშირდება. ნემცოვის უკანასკნელი ინტერვიუც სწორედ მასზე იყო. რუსი პოლიტიკოსი მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინელ მფრინავს და ამბობდა, რომ ის უკრაინის სიმბოლო იყო. ნემცოვმა უკანასკნელ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს სიცოცხლე გაცილებით უფრო ღირებული იყო, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიცოცხლე. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინის განრისხების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები