ერაყში აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყში აფეთქებამ 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ქალაქ ბალად-რუზში მოხდა. გავრცელებული ცნობით, პირველი აფეთქება ქალაქის ცენტრში, ბაზართან მოხდა.
ცოტა ხნის შემდეგ კი, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში გააქტიურდა. არიან დაშავებულებიც, რომელთა რიცხვი 50-ს აჭარბებს. ქალაქი, სადაც აფეთქებები მოხდა, ძირითადად, შიიტი მუსლიმანებითაა დასახლებული.