ბორის ნემცოვს 3 მარტს ტროეკუროვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

მოსკოვის ცენტრში მოკლულ ოპოზიციონერს ბორის ნემცოვს 3 მარტს ტროეკუროვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ფედერალური ბიუროს პოლიტიკური საბჭოს წევრის კონსტანტინე მერზლიკინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„დაკრძალვის დღეს 10:14 საათამდე სახაროვის ცენტრში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რის შემდეგაც უკვე ნემცოვს ტროეკუროვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ“, -აღნიშნა კონსტანტინე მერზლიკინმა.
დაკრძალვამდე კი ოპოზიციის ორგანიზებით 1 მარტს მოსკოვის ცენტრში სამგლოვიარო მარში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი დღეს გამთენიისას ქუჩაში ჩაცხრილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები