პეტრო პოროშენკოსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შორის უკრაინის საკითხზე გვიან ღამით სატელეფონო საუბარი შედგა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების, ასევე ქვეყნის ფინანსური დახმარების ახალი პროგრამის შესახებ საკითხები განიხილეს. ანგელა მერკელმა და პეტრო პოროშენკომ მინსკის შეთანხმების რეალიზაციის შესახებაც ისაუბრეს. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინული მხარე, სეპარატისტებისგან განსხვავებით, მინსკის შეთანხმებას იცავს. ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა და შესაძლო ზომები ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები