ოპოზიციონერები “მარინოზე” დაგეგმილი მარშის ჩატარებას მოსკოვის ცენტრში გეგმავენ

1 მარტის აქციის ორგანიზატორმა ოპოზიციონერებმა აქციის ფორმატისა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტეს. ოპოზიციის მარში „გაზაფხული“, მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის მარინოს ნაცვლად, მოსკოვის ცენტრში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
1 მარტს ოპოზიციის მარში გაიმართება, თუმცა მას ამჯერად სხვა ხასიათი ექნება და ის ბორის ნემცოვის ხსოვნას მიეძღვნება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, აქციის შესახებ დეტალები დღის განმავლობაში დაზუსტდება. შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი დღეს გამთენისას ქუჩაში ჩაცხრილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები