მერკელმა პუტინს ნემცოვის მკვლელების დასჯისკენ მოუწოდა

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკლელობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი გამოეხმაურა და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა ნემცოვის მკვლელები დასაჯოს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შტეფან სეიბერგის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
„ანგელა მერკელი აფასებს და პატივს სცემს ყოფილი ვიცე პრემიერის მამაცობას. ის ყოველთვის ღიად აფიქსირებდა თავის კრიტიკულ პოზიციას რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ. კანცლერი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს სწრაფი გამოძიება და მკვლელების დასჯა უზრუნველყოს“, – აღნიშნულია გერმანიის კანცლერის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები