ფრანსუა ოლანდმა ნემცოვის მკვლელობას “ამაზრზენი” უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება. ფრანსუა ოლანდმა დაგმო ნემცოვის მკვლელობა და მომხდარ დანაშაშაულს “ამაზრზენი” უწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ ფრანს. პრესი“ ავრცელებს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი გამოცემასთან აცხადებს, ბორის ნემცოვი “ვნებიანი“ პოლიტიკოსი და, ამავდროულად, დემოკრატიის დაუღალავი დამცველი იყო. იგი იყო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ღამით რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში მდინარის ხიდზე „დიდი მოსკოვი“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს.