მოსკოვის მერია ნემცოვის სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარებაზე უარს აცხადებს

მოსკოვის მერის წარმომადგენლის ალექსეი მაიოროვის განცხადებით, კანონით დაუშვებელია ხვალ ანტიკრიზისული მარშის ნაცვლად სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარება, – ამის შესახებ მოსკოვის მერიის წარმომადგენელმა, ალექსეი მაიოროვმა განაცხადა. “თუ აქციის ორგანიზატორები სხვა ღონისძიებას გეგმავენ, მაშინ ამის შესახებ მოსკოვის მერიას ოფიციალურად უნდა მიმართონ. კანონის მიხედვით კი, დაგეგმილი ღონისძიების ფუნდამენტალურად შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. განაცხადი ამის შესახებ მაქსიმუმ 15 და მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა წარმოადგინონ. ხოლო ღონისძიების გაუქმება კანონის მიხედვით სამი დღით ადრე ხდება,” – განაცხადა ალექსეი მაიოროვმა.
რუსეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზული მარში “გაზაფხული” ნემცოვის მკვლელობის გამო გააუქმეს და განაცხადეს, რომ მსვლელობის ნაცვლად ისინი სამგლოვიარო ღონისძიებას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები