ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა დასახელდა
ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა დასახელდა, – ინფორმაციას რუსული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, მკვლელობის დროს, თვითმხილველებმა ნემცოვთან ერთად, ქალბატონი თანამზრახველებთან ერთად ნახეს. ამასთან, თვითმხილველების ცნობით, მკვლელები ადგილიდან თეთრი ფერის ავტომობილით მიიმალნენ. ნემცოვი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს.
55 წლის პოლიტიკოსი მოძრაობა “სოლიდარობის” და პარტია “პარნასის” ლიდერი იყო.
ცნობილია, რომ ბორის ნემცოვი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ ოპოზიციურ აქციაში, “გაზაფხულის მარშში” აპირებდა მონაწილეობის მიღებას. მსვლელობა 1 მარტს გაიმართება.