ადვოკატი ნადია სავჩენკოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

უკრაინელი მფრინავისა და რადას დეპუტატის, ნადია სავჩენკოს, გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მისი ადვოკატი არ ადასტურებს. როგორც სოციალურ ქსელში მან დაწერა, სავჩენკო ცოცხალია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი მფრინავი უკვე 77 დღეა, მოსკოვის ციხეში შიმშილობს.
უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში სავჩენკოს საქმის მოსმენაზე, სადაც მისი პატიმრობის 13 მაისამდე გახანგრძლივება განიხილებოდა, მფრინავმა განაცხადა, რომ შემდეგი მოსმენისთვის ის, შესაძლოა, ცოცხალი აღარ ყოფილიყო.
ნადია სავჩენკო სეპარატისტებმა ზაფხულში დონბასში გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. მას რუსი ჟურნალისტის სიკვდილში მონაწილეობასა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას აბრალებდნენ.
სავჩენკომ შიმშილობა პროტესტის ნიშნად დაიწყო, რადგან მას საჭირო მედიკამენტებს არ აძლევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები