მამაკაცმა 7 ადამიანის მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა

ამერიკაში, მისურის შტატში მამაკაცმა შვიდი ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ “ასოშიეითიდ პრესი” ავრცელებს. როგორც წყარო შტატის საგზაო პატრულის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 36 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
სააგენტოს ინფორმაციითვე, მოკლული ადამიანების ცხედრები ოთხ სახლში აღმოაჩინეს. ერთი კი დაჭრილია. პოლიცია მოკლულთა ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები