პუტინი: ამ სასტიკ მკვლელობას გააჩნია ყველა ნიშანი იმისა, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს შეკვეთილი მკვლელობა უწოდა და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.
“ამ სასტიკ მკვლელობას გააჩნია ყველა ნიშანი იმისა, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა და განსაკუთრებით პროვოკაციული ხასიათისაა”, – ასე გამოეხმაურა პუტინი ნემცოვის მკვლელობის ფაქტს.
პუტინის პოზიცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააცნო. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, შს მინისტრს და გამოძიების ფედერალურ სამსახურს დაავალა, შექმნან საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.