ბარაკ ობამამ ბორის ნემცოვის მკვლელობას „საზარელი“ უწოდა

„საზარელი მკვლელობა“ – ასე შეაფასა აშშ -ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ოპოზიციური ძალის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობა. – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს “ტვიტერის” გვერდზე განთავსდა. “ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაიწყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს”, – წერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს “ტვიტერის” გვერდზე.
ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც.
“შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე- პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფრო დემოკრატიული, აყვავებული და ღია რუსეთის მშენებლობას. ის რუსეთს და მთელ მსოფლიოს დააკლდება”, – წერია ჯონ კერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები