ნემცოვი რამდენიმე დღის წინ: ვშიშობ, რომ პუტინი მომკლავს
რამდენიმე დღის წინ, ბორის ნემცოვმა გამოცემა „სობესედნიკს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მან ჟურნალისტებს თავისი დედის შიში გაუმხილა, იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი მას მოკლავდა. რუსმა პოლიტიკოსმა არ დამალა, რომ თავადაც ჰქონდა ამის შიში.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე ვარიანტს:
ბორის ნემცოვი: მე არასდროს დამიმალავს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. ვთვლი, რომ უკრაინაში ომი კონკრეტულად პუტინმა გააჩაღა. მის მიმართ ძალზე უარყოფითად ვარ განწყობილი. განსაკუთრებით „ნორდ-ოსტის“ და ბესლანის მოვლენების შემდეგ…
დედა – 87 წლის დინა იაკოვლენა ეიდმანი, რომელიც მარტში 87 წლის ხდება, დამსახურებული პედიატრია და დიდი ხანია პენსიაზე იმყოფება, თუმცა დღემდე ყველაფერი აინტერესებს, რაც მედიცინას შეეხება. მან ძალიან მძიმე ცხოვრება გაიარა…
დედა და მე პოლიტიკაზე ხშირად ვსაუბრობთ და ეს ძალიან გვიყვარს. ის კატეგორიული წინააღმდეგია იმის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მიაჩნია, რომ ეს კატასტროფა და სრული საშინელებაა! თუმცა, უკრაინაზე მეტად მას პუტინი აღელვებს! ყველა ჯერზე, როდესაც მე მას ვურეკავ, მეუბნება: როდის დაასრულებ პუტინის ლანძღვას? ის შენ მოგკლავს! … და, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად ამბობს. ეს ბუნებრივიცაა, მე მისი შვილი ვარ და ჩემ გამო ღელავს.
დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ყოველთვის უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი, ვიყო დამოუკიდებელი. მან თვითონ გამზარდა ასე და ახლა კი, წუხს, რომ პუტინს ღიად ვაკრიტიკებ, რომელიც ცდილობს თავისუფლება წაგვართვას…
მას რეალურად ეშინია, რომ ჩემი გამოსვლების გამო, პუტინმა შესაძლოა როგორც სოციალურ ქსელებში, ისე რეალურ ცხოვრებაში მომკლას. განვმეორდები, ეს ხუმრობაა არაა – ის (დედა) ჭკვიანი ადამიანია. მას ამის ძალზე ეშინია. ის ხოდორკოვსკის და ნავალნის გამოც ძალზე განიცდის, თუმცა მათ გამო არც ისე ძლიერ, რადგან ის მაინც ჩემი დედაა და არა მათი.
„სობესედნიკი“: საინტერესოა. დედასთან ასეთი საუბრების შემდეგ შიში გაგიჩნდათ, რომ შესაძლოა, პუტინმა პირადად, ან მოგზავნილი პირების მეშვეობით მოგკლათ უახლოეს მომავალში?
ბორის ნემცოვი: თქვენ წარმოიდგინეთ, დიახ … ცოტათი. არც ისე ძლიერ, როგორც დედაჩემს, მაგრამ, მაინც … თუმცა, მაინც მისი არც ისე მეშინია. მე რომ ძალიან მეშინოდეს, ოპოზიციურ პარტიას ვერ ვუხელმძღავნელებდი, ვერ გავაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებ.
„სობესედნიკი“: იმედი მაქვს, რომ ჯანსაღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და პუტინი თქვენ არ მოგკლავთ.
ბორის ნემცოვი: ღვთის წყალობით. მეც იმედი მაქვს.
წყარო: sobesednik.ru